пятница, 3 июля 2015 г.



    სახელი და გვარი


    1. რისი ტოლია მოცემული განტოლების ამონახსნი: (7 1/5-x)×13 1/6-4 5/6 = 12 1/4-10 1/2


    2.რისი ტოლია უ.ს.გ(52,68)+უ.ს.ჯ(24,92) -?


    3. 86-ს გამოაკლეს რაღაც რიცხვი, მიღებული სხვაობა გაყვეს 2-ზე, განაყოფს გამოაკლეს 15 და მიიღეს 22. რა რიცხვი გამოაკლეს 86-ს?


    4. ცნობილია, რომ ხუთნიშნა 67*59 რიცხვი იყოფა 9-ზე, რა ციფრი შეიძლება ეწეროს *-ის ნაცვლად?


    5. რიცხვში 5678962356 ამოშალეთ 5 ციფრი ისე, რომ დარჩენილმა ციფრებმა (იგივე მიმდევრობით) შეადგინონ რაც შეიძლება დიდი 5-ნიშნა რიცხვი, რომელიც იყოფა 5-ზე. რისი ტოლი იქნება ამოშლილი ციფრების ჯამი?


    6. ამოწერეს ნატურალური რიცხვები თანმიმდევრობით 1-დან 20-მდე, მიღებული რიცხვიდან - 1234567...17181920 ამოშალეს 25 ციფრი ისე, რომ დარჩა რაც შეიძლება დიდი რიცხვი, ამოშლის შედეგად დარჩენილი რიცხვის ციფრთა ნამრავლი ტოლი იქნება


    9. ყუთში დევს 15 წითელი, 14 მწვანე, 12 შავი და 10 თეთრი ბურთულა. სულ მცირე რამდენი ბურთულა უნდა ამოვიღოთ ყუთდან, (ყუთში ჩაუხედავად), რომ ამოღებულებს შორის აუცილებლად იყოს ოთხივე ფერის თითო ბურთულა მაინც?


    10. ოთხი მომდევნო ნატურალური რიცხვის ჯამი 1986-ის ტოლია. იპოვეთ ამ რიცხვებს შორის უდიდესი?


    11. ერთ-ერთ ქვეყანაში არის სამი ქალაქი A , B და C. A ქალაქიდან B- ში მიდის 6 გზა, ხოლო B-dan C-ში _ 4 გზა. რამდენი სხვადასხვა გზით შეიძლება მისვლა A-დან C-ში?


    12.გიორგის ჰყავს 7-ით მეტი თანაკლასელი ბიჭი, ვიდრე თანაკლასელი გოგონა. მის კლასში 2-ჯერ მეტი ბიჭია, ვიდრე – გოგონა. რამდენი თანაკლასელი გოგონა ჰყავს მის კლასელ ანას?


    12.რამდენი წილადია ისეთი, რომელიც მოთავსებულია 3/7-სა და 4/5-ს შორის, რომელთა მნიშველი 35-ის ტოლია.


    13 . გვაქვს ხუთი ჩემოდანი და მათი გასაღებები, ამასთან არ ვიცით რომელი გასაღები რომელი ჩემოდნისაა. რა უმცირესი რაოდენობის გასინჯვაა საჭირო ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რათა დავადგინოთ თუ რომელი გასაღები რომელ ჩემოდნისაა?


    14. ველოსიპედისტის სიჩქარეა 30 კმ/სთ, ხოლო ავტომობილის – 36კმ/სთ. რა დროში დაეწევა ავტომობილი ველოსიპედისტს, თუ ველოსიპედისტი საწყის მომენტში 2 კმ-ით წინაა ავტომობილზე?


    15. ბებიამ გიორგის და პაპუნას საზიაროდ მისცა ატმები და მსხლები, სულ 25 ცალი, სახლში მიმავალ გზაზე გიორგიმ ჭამა ერთი ატამი და 3 მსხალი, პაპუნამ კი - 3 ატამი და 2 მსხალი, სახლში მისვლისას აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს ატმები და მსხლები თანაბარი რაოდენობით მიუტანიათ, რამდენი მსხალი მისცა მათ ბებომ?